saqarTvelos mwvervalebi - tixtengeni
ტიხტენგენი - მწვერვალი დასავლეთ საქართველოში, სვანეთის კავკასიონის მთავარ (მდინარეების ჩეგემისა და ენგურის) ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 4618 მ. აგებულია გრანიტებით, გნაისებითა და კამბრიულისწინა მეტამორფული ფიქლებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. ტიხტენგენის კალთებიდან სათავეს იღებენ მსხვილი მყინვარები (წანერი და სხვ.).